07:57 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-09 16:58:37, 1430 ნახვა

სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე - სანქციებზე კონკრეტული მტკიცებულებები საზოგადოებასაც აინტერესებს

რაც შეეხება, კონკრეტულ მტკიცებულებებს, ეს არა მარტო კონკრეტულ მოსამართლეებს, არამედ საზოგადოებასაც აინტერესებს, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს განუცხადა. 

ტურავას თქმით, აუცილებელია, ყველა ღია თუ დახურული ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს.

"შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც გაჟღერდა საჯაროდ. შესაბამისად, ბევრი კომენტარიც გაკეთდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ამერიკის ელჩი ამბობს, რომ ეს არის გაკეთებული ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო რაც შეეხება, კონკრეტულ მტკიცებულებებს, ეს არა მარტო კონკრეტულ მოსამართლეებს, არამედ საზოგადოებასაც აინტერესებს ის ღია თუ დახურული ინფორმაცია, რომელსაც ეს გადაწყვეტილება ეყრდნობა", - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ. 

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics