|
2023-04-07 15:08:46, 715 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პირველი ნაწილი დასრულდა
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დაასრულა. პროექტის ფარგლებში შესრულებულ და დაგეგმილ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გიორგი აბუთიძესთან ერთად გაეცნო. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული სივრცე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ის იერსახის უცვლელად განახლდა. „დავასრულეთ ფილარმონიის წინ არსებული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი. აღნიშნული სივრცე იყო მთლიანად ამორტიზებული - დამტვრეული ფილები, მოშლილი სადრენაჟო სისტემა, ქვემოთ არსებულ ოთახებში წვიმის დროს წყალი ჩადიოდა. ეს ყველაფერი მოწესრიგდა. თქვენ იცით, რომ აღნიშნული სივრცე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და რა თქმა უნდა, პირვანდელი სახით აღდგა. სამუშაოების მეორე ეტაპზე განხორციელდება შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები, „მუზის“ ქანდაკებაც რეაბილიტირდება და გაიწმინდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ე.წ. ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით; მოეწყო ჰიდროიზოლაცია, რათა უხვი ნალექის დროს სარდაფები დაცული იყოს დატბორვისგან; განახლდა საკონცერტო დარბაზთან ასასვლელი კიბეები. უახლოეს პერიოდში, დაგეგმილია ლითონის მოაჯირების მონტაჟი, რომელიც დამზადების პროცესშია. ასევე, დაიწყება ტერიტორიაზე არსებული შადრევნის რეაბილიტაცია.
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)