10:44 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-07 12:07:55, 782 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო - შევქმნით გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტს, განახლდება გენერალური გეგმა

2023 წლის 24 თებერვლის შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლითაც გელათის სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო, საკონსერვაციო და სხვა საჭირო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს. აღნიშნულ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

საპატრიარქოს ცნობით, საქართველოს საპატრიარქო მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მოთხოვნის და ICOMOS/ICCROM-ის სპეციალისტთა რეკომენდაციების თანახმად, (2022 წლის 28 ნოემბერიდან 2 დეკემბრამდე განხორციელებული მისიის ანგარიში) უპირობოდ აპირებს შექმნას გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, სადაც ქართველი და საერთაშორისო დონის მოწვეული უცხოელი მეცნიერები, გელათის საუკეთესო ინტერესების მისაღწევად,  ერთმანეთთან ითანამშრომლებენ.

"გადაიხედება და განახლდება გენერალური/მართვის გეგმა. შეიქმნება კონსერვაციის ახალი და მაღალი სტანდარტის საბაზისო დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება დეტალურ და სიღრმისეულ კვლევებზე. გელათის ტაძრების მხატვრობის და უპირველეს ყოვლისა ღმრთისმშობლის შობის ტაძრის მხატვრობის გადაუდებელი მდგომარეობის გამო, ორშაბათს, 10 აპრილს, გაემგზავრება მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც დაიწყებს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, ICOMOS/ICCROM -ის პირველი რეკომენდაციის შესრულებას,- ტაძრის მხატვრობის გრაფიკული სქემების შექმნას. 

საქართველოს საპატრიარქო შექმნის გელათის სპეციალურ ვებ-გვერდს სადაც საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას, რათა მოქალაქეებს არ შეექმნათ განცდა, რომ ძეგლის მიმართ არ ხორციელდება ყველა დროული და საჭირო ღონისძიება, ხოლო მათ მიმართ არ გაგვაჩნია შესაბამისი პატივისცემა", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics