|
2023-04-07 12:03:59, 881 ნახვა
საზოგადოება
მარტში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 72%-ით, რეისების რაოდენობა კი 64%-ით გაიზარდა
მარტში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 72%-ით, რეისების რაოდენობა კი 64%-ით გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. გაერთიანების ცნობით, 2023 წლის მარტში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 72%-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მარტში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 91,802 მგზავრმა ისარგებლა. (2019 წლის მარტი 53,316 მგზავრი). მგზავრთნაკადის გარდა, მარტში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. მარტში აეროპორტში რეისები 64%-ით გაიზარდა და 304 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის მარტი - 185 რეისი). სამი თვის ჭრილში კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 256,213 მგზავრსა და 854 რეისს მოემსახურა. მგზავრთნაკადი და რეისების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 61 %-ით გაიზარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)