|
2023-04-07 10:55:16, 924 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე - სანქციები სასამართლოსადმი ნდობის ამაღლების სურვილს არ ემსახურება
გაუგონარი რამეა კორუფციაზე ასე ხელაღებით, მტკიცებულებისა და ფაქტების გარეშე საუბარი, - ასე ეხმაურება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. ბონდარენკოს თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ ემსახურება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლების სურვილს. "მრავალი წელია ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვესმის სასამართლოს გაძლიერებისა და მისი მხარდაჭერის სურვილი. ჩემი კოლეგების და მათი ოჯახის წევრების სანქცირების გადაწყვეტილებამ რადიკალურად სხვა რამ დაგვანახა. მთავარი ძლიერი ძალის ინტერესების გატარება ყოფილა. როდესაც სამართლიანობასა და კანონის უზენაესობაზე ვსაუბრობთ, გაუგონარი რამეა კორუფციაზე ასე ხელაღებით, მტკიცებულებისა და ფაქტების გარეშე საუბარი. შტატებში ვიზიტზე არ არის აქ საქმე, მნიშვნელოვანია რა გზავნილს უტოვებთ მოქალაქეებს, ხალხს. არ მგონია მოცემული გადაწყვეტილება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლების სურვილს ემსახურებოდეს. ძალიან სამწუხაროა!", - წერს ირაკლი ბონდარენკო სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)