|
2023-04-06 22:20:05, 1056 ნახვა
საზოგადოება
შალვა რამიშვილის ყოფილი ცოლი - ჩემი შვილის წერილში მისი ძმებისა და ჩემი სათქმელია გაერთიანებული
ეს ჩემი უფროსი შვილის წერილია, რომელშიც გაერთიანებულია მისი ძმებისა და ჩემი სათქმელიც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა ჩვენში, - ასე გამოეხმაურა POSTV-ს დირექტორის, შალვა რამიშვილის ყოფილი ცოლი, თეა აბაშმაძე მისი შვილის, ლაშა რამიშვილის მეირ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც ის მხარდაჭერას უცხადებდა დაზარალებულ ქალებსა და ლაზარე გრიგორიადისს. თეა აბაშმაძეს თქმით, ის იაზრებს ფაქტს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებულ წერილს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვება, მაგრამ ისინი მზად არიან ამისთვის, ვინაიდან საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულები არიან. "[ჩემი უფროსი შვილის წერილში] გაერთიანებულია მისი ძმებისა და ჩემი სათქმელიც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა ჩვენში. ვიცი რომ ამ აქტს მოჰყვება აზრთა სხვადასხვაობა და ყველაფრისთვის მზად ვართ, რადგან დარწმუნებული ვართ ჩვენს სიმართლეში და ჩვენი მოტივაციის სიწმინდეში", - განაცხადა თეა აბაშმაძემ. შეგახსენებთ, შალვა რამიშვილის შვილმა, ლაშა რამიშვილმა, დღეს სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც მან დაზარალებულ ქალებს და ლაზარე გრიგორიადისს მხარდაჭერა გამოუცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)