|
2023-04-06 16:14:54, 674 ნახვა
საზოგადოება
უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრი - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი უნგრეთისთვის უმნიშვნელოვანესია
„აღფრთოვანებულები ვართ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით და მოხარულები ვართ ქართველ, აზერბაიჯანელ და რუმინელ მეგობრებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობით", - განაცხადა უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ. ის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის თაობაზე თანამშრომლობის განხილვის მიზნით თბილისში გამართულ მაღალი დონის შეხვედრას დაესწრო, რომელშიც საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მთვარობათა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიება დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის სააგენტოს დირექტორმა ჯავიდ აბდულაევმა და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ ნიკულესკუმ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. როგორც უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ თავის გამოსვლაში აღნიშნა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მისი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში პროექტს შეუძლია უზრუნველყოს უნგრეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოება პლანეტისთვის ზიანის მიყენების გარეშე. „უნგრელები დაინტერესებულები ვართ დივერსიფიკაციით მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფით და მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გადაწყვეტილებებით. ნამდვილად ვაფასებთ საქართველოს ამბიციურ მიდგომას ამ პროექტის განხორციელებისადმი, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში, მზად ვართ მასში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ქართველი მეგობრები შეძლებენ შეასრულონ რეკორდული, თითქმის 1200 კმ სიგრძის წყალქვეშა კაბელის უზრუნველყოფის გეგმა", - განაცხადა პიტერ სიიარტომ. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს.
ვიქტორ ყიფიანი, ერევნის დიალოგში მიიღებს მონაწილეობას
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)