|
2023-04-06 15:10:24, 771 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში გამგეობის მიერ ლიფტების რეაბილიტაცი გრძელდება
2023 წელს გლდანის რაიონის გამგეობამ ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობის საკუთრებაში არსებული ლიფტების დაფინანსება გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, დასრულდა 6 ლიფტის მოდერნიზაცია, 6 კი, მიმდინარეობს. მათ შორის, სამუშაოები ავჭალაში ლიბანის ქუჩა N14 კორპუსის I სადარბაზოში და ლიბანის I ჩიხში N3 კორპუსის II სადარბაზოში განხორციელდა. „მოდერნიზაციის სამუშაოების შედეგად, ლიფტები სრულად რეაბილიტირდა. შეიცვალა როგორც ლიფტის კაბინა, ასევე, მართვის კოლოფი. ჯამში, ორივე ლიფტის სრული რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 83 869 ლარი დაიხარჯა. დასრულებულ სამუშაო პროცეს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი გაეცნო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)