|
2023-04-05 23:17:37, 1041 ნახვა
საზოგადოება
რისი შეძენა შეგიძლიათ “ახალი ხედვის” სამედიცინო მაღაზიებში?
კომპანია „ახალი ხედვა“ არის პირველი მაღაზიათა ქსელი, რომელიც ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. სამედიცინო ჯგუფი 2012 წლიდან ქართველ მომხმარებელს ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის მიმართულებით უმაღლესი ხარისხის სამედიცინო პროდუქციას სთავაზობს. კომპანია საქართველოს მასშტაბით 13 საფირმო ფილიალით არის წარმოდგენილი. მაღაზიებში ექსკლუზიური ბრენდების Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Tipsan-ის, Berger-ის, Bauerfeind-ისა და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციაა ხელმისაწვდომი. სამედიცინო მაღაზიებში სამკურნალო, საპროფილაქტიკო და სარეაბილიტაციო დანიშნულების სამედიცინო ნივთებია წარმოდგენილი. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: ● ფიქსატორები - არსებობს იდაყვის, წელის, თითის, მუხლის, ტერფის, სხივ-მაჯისა და სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვის განკუთვნილი ფიქსატორი. ის უდრეკი ან რბილი მასალისგან მზადდება და სახსრის მოძრაობას ნაწილობრივ ან სრულად ზღუდავს. ეს პროდუქცია განკუთვნილია სხვადასხვა ხარისხის დაზიანებისთვისა და ტრავმის შემდგომი მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია მექანიკური დაზიანების პრევენციისთვის. ● ვარიკოზის მოვლის საშუალებები - ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. კომპრესიული წინდები აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევასა და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ● წელის კორსეტები და ქამრები - ამცირებს წელის არეში ტკივილსა და სხეულის ამ ნაწილს იცავს გადაჭარბებული დატვირთვისგან. არსებობს პოსტ-ოპერაციული წელის ქამრები, რომლებიც მუცლის ღრუს ოპერაციების შემდეგ ექიმის რეკომენდაციით გამოიყენება და ხელს უშლის მუცლის კუნთების მოდუნებას. ჩანართიანი წელის კორსეტების გამოყენება შეიძლება მალის მოტეხილობის, დისკის თიაქრის, სქოლიოზისა და კიფოზის დროს. გასაბერი წელის კორსეტი კი საუკეთესო საშუალებაა ხერხემლის მალთა-შუა დისკების დაზიანების, სპონდილოზისა და მენჯ-ბარძაყის ტკივილის შესამსუბუქებლად. ● სუპინატორებს - ამ პროდუქციას მრავალმხრივი დანიშნულება აქვს. მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია კი ტერფის არეში ტკივილის შემსუბუქება, თაღის ანატომიურ მდგომარეობაში შენარჩუნება, ტერფის სტაბილიზაცია და ტერფზე ზეწოლის სწორი გადანაწილებაა. ორთოპედიულ სუპინატორებს როგორც სამკურნალო, ასევე საპროფილაქტიკო დანიშნულება აქვთ. კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს პროდუქტის შეძენისთვის საუკეთესო მეთოდებს სთავაზობს. თბილისის გარდა, საფირმო მაღაზიებით საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ქუთაისსა და ბათუმშია წარმოდგენილი. პროდუქტის შეძენა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე არის შესაძლებელი. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატებაა საჭირო. თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ.
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)