|
2023-04-05 15:25:15, 834 ნახვა
საზოგადოება
შპს „საქართველოს მელიორაციაში“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს
შპს ,,საქართველოს მელიორაციაში“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ერთი თვის განმავლობაში, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ კომპანიის რეგიონულ სერვისცენტრებსა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მუშაობის სპეციფიკას გაცნობოდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის დარგში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მომზადების მხარდაჭერას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. კომპანიაში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებმა სტაჟირების შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინეს, რის შემდეგაც მათ სერტიფიკატები გადაეცათ. შეხვედრაზე წიგნის „მელიორაციული ჰიდროლოგია“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას კომპანიის სამსახურების ხელმძრვანელები და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. შპს „საქართველოს მელიორაცია“ სტუდენტებს მომავალშიც შესთავაზებს კომპანიაში სტაჟირების გავლას.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)