|
2023-04-04 11:38:58, 1122 ნახვა
საზოგადოება
ფინტექის როლი განვითარებადი ქვეყნების ბაზრებისთვის - სტარტაპ გრაინდი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ ინვესტორს უმასპინძლებს
"საქართველოს ბანკი" ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიზნით საინტერესო ღონისძიებების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. 6 აპრილს, რესპუბლიკაში, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ ინვესტორს, ლევან შალამბერიძეს სტარტაპ გრაინდი უმასპინძლებს. ქართველი ინვესტორი ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას გლობალური ინვესტიციების შესახებ საკუთარ ცოდნას გაუზიარებს, რომელიც მან საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან მუშაობის 15-წლიანი გამოცდილებით მიიღო. ლევან შალამბერიძეს განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში განხორციელებული აქვს 1 000 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციები. ის ძირითად აქცენტს ფინტექზე აკეთებს, თუმცა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში მან სადაზღვევო ტექნოლოგიების მიმართულებასაც გაუხსნა გზა. ღონისძიებაზე განიხილავენ შემდეგ თემებს: გაკვეთილები, რაც ვისწავლეთ მილიარდიანი ფინტექ მოლაპარაკებებიდან განვითარებადი ქვეყნების ჭრილში; ფინტექის როლი ქართულ ეკონომიკაში; ბაზრის შესაძლებლობები და პერსპექტივები. „საქართველოს ბანკი", როგორც კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ხელს უწყობს ფინტექ სფეროში ჩართული საზოგადოების ცოდნის განვითარებას და მუდმივად ცდილობს, მხარი დაუჭიროს საინტერესო ღონისძიებებს. ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფინტექ მიმართულების კიდევ უფრო განვითარება და ახალგაზრდებისთვის მეტი მოტივაციის მიცემა - შექმნან ახალი კომპანიები და აკეთონ საკუთარი საქმე კიდევ უფრო კარგად. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, მომავალ დამფუძნებლებსა და ინვესტორობით დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა მიეცემათ, გაიგონ მეტი, როგორც ინვესტიციის მოზიდვის ეტაპებსა და გამოწვევებზე, ასევე ინვესტორების ხედვებსა და ღირებულებებზე“, - აღნიშნავს "საქართველოს ბანკის" ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი, გიორგი კინწურაშვილი. ცნობისთვის, Startup Grind-ის ინიციატივით წლების განმავლობაში თბილისმა ისეთ გამოცდილ ვენჩურული კაპიტალის ინვესტორებს უმასპინძლა, როგორებიც არიან ბილ რეიჩერტი, მარვინ ლიაო, შილ მოჰტონი და სხვები. ღონისძიება ინგლისურ ენაზე ჩატარდება. რეგისტრაციის გავლას კი, მითითებულ ბმულზე შეძლებთ: https://go.bog.ge/3U5O1ld "საქართველოს ბანკთან" ერთად ღონისძიების პარტნიორები არიან: Nexia TA, Entrepreneur.com, MediaLab, Dev.ge.
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
ცხრა დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში თერთმეტი ტანკერი დაიწვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)