13:57 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 19:44:27, 758 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - პოლიტიკა, რომ ხორბლის მოსავლის რაოდენობა ქვეყანაში 50%-მდე გავზარდოთ, პრიორიტეტად რჩება

„არ არის მიზანშეწონილი ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც პურის ფასის გაზრდას პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც ხელს შეუწყობს. მომავალში თუ მოხდება ხორბლის და ფქვილის ფასის ზრდა, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება პურის ფასზე, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ექსპერტების და სპეციალისტების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ფერმერების შესაძლებლობები და მათ ნაკლები თვითღირებულებით მეტი მოსავლის მიღება შეძლონ. 

"რაც შეეხება წისქვილკომბინატების მუშაობის დინამიკას; წელს, ბოლო სამი თვის მონაცემებით, ქვეყანაში,  დაახლოებით, 40 ათასი ტონა ხორბალია შემოსული და ამავე რაოდენობის ფქვილი. შესაბამისად, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ქვეყანაში ხორბალი არ შემოდის. მცირე რაოდენობით, მაგრამ შემოდის და ეს ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ბუნებრივია, ჩვენ ვერ ვაწესებთ ბაზარზე ხორბლის ფასს. ამას აწესებენ ის მსხვილი მწარმოებლები, რომლებსაც შარშან დიდი მოსავალი ჰქონდეთ. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკა შემდეგია: რა თქმა უნდა, ხელი შევუწყოთ ფერმერებს, რომ აწარმოონ მეტი პროდუქცია, მეტი მოსავალი ჰქონდეთ ჰექტარზე გადაანგარიშებით:  3-4 ტონის ნაცვლად, შესაძლებელია, 5-6 ტონა ჰექტარზე გადაანგარიშებით...

პოლიტიკა, რომ ხორბლის მოსავლის რაოდენობა ქვეყანაში 50%-მდე გავზარდოთ პრიორიტეტად რჩება და მე ვფიქრობ, რომ ამის გაკეთების არანაირი პრობლემა არ იქნება, ვფიქრობ, რომ წისქვილკომბინატები ეტაპობრივად განაახლებენ სამუშაო პროცესს. ეს დამოკიდებულია არსებულ ფასებზე. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ველოდებით ახალ მოსავალს. ამასთან დაკავშირებით ფასების ნაწილი თავიდან ყალიბდება. შესაბამისად ნუ ვიქნებით პესიმისტები, ვიყოთ ოპტიმისტები. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, ფერმერებისთვის არც ერთ შემთხვევაში არ იქნება წამგებიანი, პირიქით, მომგებიანი იქნება, რომ აწარმოონ ხორბალი და მიიღონ მეტი მოსავალი. ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ პროცესს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics