18:18 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-31 16:41:17, 1222 ნახვა

სამართალი
„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ თათია სამხარაძის სახელით შსს-ს მიმართა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თათია სამხარაძის მიმართ ტელეკომპანია ,,პოსტვ“-ის დამფუძნებლის, შალვა რამიშვილისა და მისი თანამშრომლის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო ადევნების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია ,,პოსტვ“-ის დამფუძნებლისა და ჟურნალისტის ქმედებები თათია სამხარაძესთან დაკავშირებით, შესაძლოა, შეიცავდეს ადევნების დანაშაულის ნიშნებს, რაც მიზნად ისახავს, თათია სამხარაძისთვის ფსიქიკური ზიანის მიყენებას, რათა მან შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროვებაზე საუბარი შეწყვიტოს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ძალადობის, დევნისა და შევიწროების მსხვერპლი ქალების ჯეროვანი დაცვა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ქალების უსაფრთხოებისთვის, თანასწორობისთვის და პოლიტიკური და საზოგადოებრივი მონაწილეობისთვის. 

"როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 25 მარტს, ტელეკომპანია ,,პოსტვ“-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თათია სამხარაძე იმყოფებოდა დავით კეზრაშვილის ცოლისძმის დიმიტრი ჩიქოვანის კუთვნილ ბინაში და შესაძლოა მას აღკვეთილი ჰქონოდა თავისუფლება, რის გამოც ,,პოსტვ-ის“ ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ მიმართა პოლიციას. ,,პოსტვ“-ის ჟურნალისტები აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას თათია სამხარაძისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების თაობაზე და ცდილობდნენ მის დისკრედიტაციას. ამასთან ერთად, ჟურნალისტები რამდენიმე დღის განმავლობაში მორიგეობდნენ თათია სამხარაძის სახლთან და ცდილობდნენ მის გადაღებას. 25 მარტის ინციდენტს წინ უსწრებდა თათია სამხარაძის მიერ 20 მარტს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტის გამოქვეყნება, სადაც იგი საუბრობდა შალვა რამიშვილის მხრიდან ქალების სექსუალურ შევიწროვებაზე. თათია სამხარაძის მიერ პოსტის გამოქვეყნების შემდგომ არაერთმა ქალმა გაავრცელა სხვადასხვა დროს შალვა რამიშვილის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროვების თაობაზე ინფორმაცია. შედეგად, მომდევნო დღეებში კი ტელეკომპანია ,,პოსტვ“-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი პირდაპირ ეთერში საუბრობდა თათია სამხარაძის შესახებ და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე უთითება, რომ უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ინფორმაცია იყო ორკესტრირებული და თათია სამხარაძემ ამ ცილისმწამებლური კამპანიისთვის აიღო ფული დავით კეზერაშვილისგან.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა გამოძიების დაწყებას, თათია სამხარაძის მიმართ ტელეკომპანია ,,პოსტვ“-ის დამფუძნებლის შალვა რამიშვილისა და მისი თანამშრომლის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო ადევნების დანაშაულთან დაკავშირებით.

მიგვაჩნია, რომ გამოვლენილი ქმედებები, წარმოადგენს ქალზე ძალადობის ერთ-ერთ ფორმას, რაც თავისთავად საჭიროებს გამოძიებას და მომხდარისთვის რელევანტური სამართლებრივი შეფასების მიცემას. ძალადობის, დევნისა და შევიწროების მსხვერპლი ქალების ჯეროვანი დაცვა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ქალების უსაფრთხოებისთვის, თანასწორობისთვის და პოლიტიკური და საზოგადოებრივი მონაწილეობისთვის. სახელმწიფოს როლი პატრიარქალური ძალადობრივი პრაქტიკების აღმოფხვრისთვის არსებითია და ამ მიმართებით სახელმწიფო ინსტიტუტებმა ადამიანის უფლებების პატივისცემისა და მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტები უნდა დაიცვას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როცა შევიწროებისა და ადევნების შესაძლო შემთხვევები მაღალი პოლიტიკური გავლენების მქონე ფიგურებს უკავშირდება. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და საქმეზე ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება. იმ ფონზე, როდესაც საქმეზე ხელისუფლების წარმომადგენლების უსაფუძვლო განცხადებები მოვისმინეთ, რომელიც ქალთა უფლებების დაცვის სულისკვეთებისგან და პატივისცემისგან სრულად დაცვლილი იყო, არსებითად მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა სისტემამ შეძლოს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების განუხრელი დაცვა. ჩვენთვის ამ კონტექსტში სამართალდამცავი ინსტიტუტების ჯეროვანი მუშაობა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში გატარებული რეფორმების სულისკვეთების დაცვის და გაგრძელების ერთგვარი ტესტიც კი არის", - ნათქვამია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 112-ში ტელევიზია POSTV-ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მიერ განხორციელებული ზარის გამო, 25 მარტს, გვიან ღამით "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ირკვევა, რომ 112-ში ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. 

ჩიქოვანმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ ყველაფერი POSTV-მა საკუთარი თავის გასათეთრებლად დაგეგმა.

26 მარტს, თათია სამხარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც თქვა რომ POSTV-ი იტყუება, თითოს ის ენმ-ის წევრის, დიმა ჩიქოვანის ბინიდან ვერ გამოდის და აქვს ჩალურჯებები. სამხარაძემ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, სადაც მამამისთან ერთად იყო.

მომხდართან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

2016 წელს, თათია სამხარაძემ POSTV-ის აღმასრულებელ დირექტორს, შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა და დავა მოიგო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics