18:18 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-31 15:49:20, 1249 ნახვა

სამართალი
სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის 63 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც პროკურორმა, ბაჩანა ქარქუზაშვილმა განაცხადა, 63 წლის კაცს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით აღკვეთი ღონისძიების გამოყენების შესახებ, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მხრიდან და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2023 წლის 25 მარტს, ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბრეთის მეურნეობაში ბრალდებულმა ჩაიდინა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, უმწეო მდგომარეობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის სხვადასხვა ქმედებები.

კვალიფიკაცია წარედგინა შემდეგი მუხლით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას",- განაცხადა პროკურორმა.

ამასთან ბრალდებულის ადვოკატის, თამარ თედლიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვა სტაციონარში გადაწყდა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სტაბილური თუმცა იგი იყო კონტაქტური და ამიტომ გადაწყდა აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვა სტაციონარში. მან დააფიქსირა, რომ არ ცნობს თავს დამნაშავედ და ძალიან მოკლედ, რამდენადაც ჯანმრთელობის მდგომარეობამ მისცა შესაძლებლობა, ესაუბრა მოსამართლეს მის მიმართ წარდგენილი ბრალდების შესახებ, მოწმის შესახებ, რომელსაც "ოქროს მოწმე" დაერქვა, რომ მათ ჰქონდათ კონფლიქტი და იგი დაჭერით ემუქრებოდა.

არის არასრულწლოვანი გოგონას ჩვენება, რომელიც არის ანალოგიური მოწმის ჩვენებისა, ანალოგიური წერტილ-მძიმით",- განაცხადა თამარ თედლიაშვილმა.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა 63 წლის კაცი, 28 მარტს დააკავეს, ხოლო გუშინ, 30 მარტს, მას ბრალდება წარედგინა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics