15:23 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-30 18:40:50, 1322 ნახვა

სამართალი
საქალაქო სასამართლოში „პუბლიკის“ დირექტორისა და „ტაბულას“ ჟურნალისტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „პუბლიკას“ დირექტორისა და თანადამფუძნებლის, ზურა ვარდიაშვილისა და „ტაბულას“ ჟურნალისტის, ბექა ჯიქურაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ზურა ვარდიაშვილის განცხადებით, მოსამართლე გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, რა დირექტივასაც მის მიმართ გასცემენ.

"იმ მომენტში, როდესაც მიმათრევდნენ, დაახლოებით, 10-15 ჟურნალისტი ყვიროდა, რომ ჟურნალისტია, ნუ აკავებთ, მაგრამ იმ მომენტში სირაძემ დაავალა მათ ჩემი დაკავება და ჟურნალისტი კი არა, რომის პაპიც რომ ვყოფილიყავი, დამაკავებდნენ. როგორც დაურეკავენ ჩემს მოსამართლეს და ეტყვიან რა გადაწყვიტოს - დააშინონ სხვა ჟურნალისტები ჩემი დასჯით თუ  პირიქით, ნერვები არ მოუშალონ სხვა ჟურნალისტებს ჩემი დასჯით - აი, მაგის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას", - აცხადებს ზურა ვარდიაშვილი.

"ტაბულას" ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ უდანაშაულობის მტკიცებულებები გააჩნია.

"ვიღებდი ვიდეობს, ვაგზავნიდი რედაქციაში, გვაქვს შესაბამისი მტკიცებულებები. აბსურდულია, ჩემი აზრით, ეს ბრალდებები, რასაც მედავება მოწინააღმდეგე მხარე", - უთხრა "ტვ პირველს" ბექა ჯიქურაშვილმა.

ცნობისთვის, 2 მარტს პარლამენტთან აქციაზე დაკავებულ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics