10:03 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-27 12:06:10, 1479 ნახვა

სამართალი
გვარამიას ადვოკატები უზენაეს სასამართლოში მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის აცილებას ითხოვენ

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას უფლებადამცველები გეგმავენ, რომ მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის აცილებასთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოს მიმართონ.

უფლებადამცველები აღნიშნულის მიზეზად ასახელებენ სამი თვის წინ სასამართლოში შესულ საკასაციო საჩივარს, რომელიც მათი განცხადებით, სწორედ მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს აწერია, თუმცა საჩივრის გახილვა ამ დრომდე არ დაწყებულა.

"დღეს მივმართავთ უზენაეს სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის აცილებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ნიკა გვარამიას საკასაციო საჩივარი სასამართლოში შესულია უკვე სამ თვეზე მეტია და ის აწერია მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში, არათუ საჩივრის განხილვა არ დაწყებულა, არამედ მოსამართლეთა ვინაობაც არ არის განსაზღვრული, ვინც უნდა განიხილოს ჩვენი საკასაციო საჩივარი. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ხელსუფლება ეძებს იმ მოსამარლეებს, რომლებსაც მოაწერინებს ხელს უკანონო განაჩენს, ხელისუფლების მიერ წინასწარ გამოტანილ უკანონო განაჩენს.  რაც შეეხება თავად მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს, რომელზეც ვითომდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით მოხდა საქმის დაწერა, ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ საქმის განაწილების სისტემა არის ხარვეზიანი და სასამართლო კლანი ამ სისტემით მანიპულირებს",- აცხადებს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics