09:00 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-18 14:38:52, 1703 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის დუმის სპიკერი - ჰააგიდან გაჟღერებული სისულელე ერთ რამეს ამბობს : დასავლეთს ისტერიკა აქვს

 ჰააგიდან გაჟღერებული სისულელე ერთ რამეს ამბობს: დასავლეთს ისტერიკა აქვს, - ასე გამოეხმაურა რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

მისივე თქმით, ჰააგის სასამართლოს დოკუმენტები არ ვრცელდება რუსეთზე, აქედან გამომდინარე რუსეთის პრეზიდენტზე ნებისმიერ თავდასხმას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიად მივიჩნევთ.

"იანკებო, ხელები შორს პუტინისგან! ჰააგიდან გაჟღერებული სისულელე ერთ რამეს ამბობს: დასავლეთს ისტერიკა აქვს. ჰააგის უცხოპლანეტელების სასამართლო დოკუმენტები არ ვრცელდება რუსეთზე.რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტზე ნებისმიერ თავდასხმას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიად მივიჩნევთ", - განაცხადა რუსეთის დუმის სპიკერმა.

შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics