08:58 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-17 23:54:03, 1751 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი ჰააგის გადაწყვეტილებაზე - ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც ისტორიული პასუხისმგებლობა მოჰყვება

ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც ისტორიული პასუხისმგებლობა მოჰყვება, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი,  ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემა საერთაშორისო მართლმსაჯულებაში მნიშვნლოვანი გადაწყვეტილებაა, რომელშიც რეალური პერსპექტივა იკვეთება.

"გვაქვს საერთაშორისო მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. იმ საქმეში, რომელშიც რეალური პერსპექტივაა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც ისტორიული პასუხისმგებლობა მოჰყვება", - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics