|
2023-03-17 18:01:07, 888 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ყოველი დღე რუსების ყოფნისა საპარლამენტო უმრავლესობაში, ძალიან საშიშია საქართველოსთვის
მთლიანად ვიზიარებ გიორგი მარგველაშვილის პოზიციას, ყველა მუდმივად უნდა ვეძებდეთ გამოსავალს და იმაზე მალე ვიპოვით, ვიდრე გვგონია, აუცილებლად გვჭირდება საკოორდინაციო საბჭო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პროგრესი შეუძლებელია რიგგარეშე არჩევნების გარეშე, ვინაიდან ყოველი დღე რუსების ყოფნისა საპარლამენტო უმრავლესობაში, ძალიან საშიშია საქართველოსთვის. "ცოტა მიამიტობაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე პროგრესი შეიძლება იქნეს მიღწეული რიგგარეშე არჩევნების გარეშე, ან გარდამავალი ეროვნული თანხმობის მთავრობის გარეშე. ყოველი დღე რუსების ყოფნისა საპარლამენტო უმრავლესობაში, ძალიან საშიშია საქართველოსთვის. პოლიტიკოსებს სჭირდებათ მეტი რწმენა საკუთარ თავში და ხალხის გამარჯვებაში. ახლა ივანიშვილის მთავარი ამოცანაა სწორედ, რიგგარეშე არჩევნებიდან სხვა თემებზე ყურადღების გადატანა. მთლიანად ვიზიარებ გიორგი მარგველაშვილის პოზიციას. ყველას გვჭირდება დიალოგი და მოსმენა, ურთიერთშეთანხმება. ევროპარლამენტის წევრთა უმრავლესობა პირდაპირ მიგვანიშნებდა, რომ რიგგარეშე არჩევნები არის ერთადერთი გადარჩენა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან სახიფათო გეოპოლიტიკურ გარემოში ვიმყოფებით. ამიტომ, მოწინააღმდეგეზე უფრო ორგანიზებული, მოქნილი უნდა ვიყოთ და ხალხმა ხელიდან არ უნდა გაუშვას ინიციატივა. ვინაიდან, არ ვგეგმავ ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას, ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია, რომ ვფლობ ზუსტ რეცეპტს, მაგრამ ახლა პოლიტიკური მიმოხილვების დრო ნამდვილად არაა - ყველა მუდმივად უნდა ვეძებდეთ გამოსავალს და იმაზე მალე ვიპოვით, ვიდრე გვგონია. გვახსოვდეს ყველას, რომ ოლიგარქმა აირჩია წაგებული ბანაკი რუსეთის სახით და ესეც ამყარებს ხალხის პოზიციებს და აჩქარებს მის გამარჯვებას", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)