09:50 - 10 May, 2026
|
2023-03-16 09:21:20, 717 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - ჩვენ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პერსპექტივების გაძლიერებაზე ესაუბრა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი აქვს. "ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან - როგორ გავაძლიეროთ საქართველოს პერსპექტივები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს მოსახლეობის ურყევი სწრაფვა ამ ევროპულ გზაზე. ჩვენ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს", - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)