09:50 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-15 18:10:04, 723 ნახვა

პოლიტიკა
სამნიძე - თუ ხელისუფლება ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს შეუქმნის, ხალხი ისევ დადგება ქუჩაში

იმ აქციებისა და პროტესტის შემდეგ, რაც იხილა ქართულმა ოცნებამ, კარგად უნდა გაიაზროს, რომ თუ ისინი ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს შეუქმნიან, თითოეული ადამიანი ისევ დადგება ქუჩაში, - ამის შესახებ დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპელი პარტნიორებისგან იგრძნობა, რომ ისინი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგანან, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება სერიოზულ პოლიტიკურ შეცდომებს უშვებს და მიზანმიმართულად ხელს უშლის ევროპულ მომავალს.

"ყველა განცხადებით, რომელიც გვესმის ჩვენი პარტნიორებისგან, ჩანს, რომ ისინი დგანან ჩვენი ქვეყნის გვერდით, ხალხის გვერდით და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება უშვებს სერიოზულ პოლიტიკურ შეცდომებს და მიზანმიმართულადაც ხელს უშლის ჩვენს ევროპულ მომავალს საკუთარი გადაწყვეტილებებით, ჩვენი პარტნიორები ელოდებიან ჩვენგან, ჩვენი საზოგადოებისგან, რომ ჩვენ ვაიძულებთ ქართულ ოცნებას, შეასრულოს 12 პუნქტი. მე ვფიქრობ, იმ აქციებისა და პროტესტის შემდეგ, რაც იხილა ქართულმა ოცნებამ, კარგად უნდა გაიაზროს, რომ თუ ისინი ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს შეუქმნიან, თითოეული ადამიანი ისევ დადგება ქუჩაში და ისევ მოითხოვს ქართული ოცნებისგან 12 პუნქტის შესრულებას", - განაცხადა სამნიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics