|
2023-03-15 16:24:31, 692 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - მადლობა ევროპარლამენტს სოლიდარობისთვის, მართლაც ყველა ნიღაბი მოიხსნა
მართლაც ყველა ნიღაბი მოიხსნა, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებს. ექსპრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ქვეყანაში ტყუილის და ძალადობის მანქანაა შექმნილი, რომელიც რუსეთისთვის მუშაობს. "მადლობა ევროპის პარლამენტს სოლიდარობისთვის! მართლაც ყველა ნიღაბი მოიხსნა - ჩვენ საქმე გვაქვს ტყუილის და ძალადობის მანქანასთან რომელიც მუშაობს რუსეთზე",- წერს მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, ევროპარლამენტმა 14 მარტს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დებატები მიუძღვნა. განხილვა შეეხო ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ხალხის არჩევანსა და მმართველი პარტიის პოზიციებს. ევროპარლამენტარმა არა ერთხელ ახსენეს დეოლიგარქიზაციის საკითხი და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)