09:49 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-15 13:56:54, 756 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციონერი დეპუტატები - პაპუაშვილი ვერ კითხულობს, რა წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში და გახაზული მოვუტანეთ

ოპოზიციონერი დეპუტატები ანა ნაცვლიშვილი და პაატა მანჯგალაძე აცხადებენ, რომ "დეოლიგარქიზაციის კანონისა" და "სასამართლოს კანონის" შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტები ევროკავშირის 12 რეკომენდაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ შეესაბამება.

დეპუტატებმა ცოტა ხნის წინ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის აპარატს შალვა პაპუაშვილისთვის გადასაცემად ჩააბარეს ვენეციის კომისიის დასკვნებში მარკერით მონიშნული მონაკვეთები, რომლებშიც კანონმდებლების თქმით, სწორედ ვენეციის კომისიის უარყოფითი პოზიცია ჩანს.

"ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარე თავად ვერ პოულობს და ვერ კითხულობს ვენეციის კომისიის დასკვნებს, ან ის ადამიანები, რომლებსაც ამ დავალებას აძლევს, არიან არაკომპეტენტურები და ვერ მოუძებნეს პარლამენტის თავმჯდომარეს, რაც წერია რეალურად ვენეციის კომისიის დასკვნაში, დავეხმარებით მას და გავუხაზეთ მარკერით და აღვუნიშნეთ შინაარსი ამ დასკვნის. ეს არის ორი დასკვნა, რომელშიც არის შეფასებული "ოცნების" მიერ მომზადებული "დეოლიგარქიზაციის  კანონი" და ასევე "ოცნების" მიერ მომზადებული "სასამართლოს კანონი". ორივე დასკვნა ამბობს, რომ ის, რაც ამ თვეების განმავლობაში ვითომ რომ მუშაობდა "ქართული ოცნება" და საზოგადოებას ატყუებდა, რომ რაღაცას წერდა, აი, ის რაღაც, რაც დაწერეს და გაგზავნეს ვენეციის კომისიაში, ორივე დასკვნაში ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით წერია, რომ ეს არ იქნება იმ მოთხოვნებისა და შინაარსის შესრულება, რომელიც არის 12 რეკომენდაცია. გამოსავალი არის ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრას დაანებოს თავი და აღიაროს სიმართლე... დასკვნების მიხედვით, ამ კანონების მიღების შემთხვევაში არათუ რეკომენდაციები არ სრულდება, არამედ კანონის დაცვასა და დემოკრატიას კიდევ უფრო მეტი საფრთხე შეექმნება", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics