|
2023-03-14 15:38:28, 736 ნახვა
პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი - პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ორგანიზატორი „ქართული ოცნებაა“
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშის დაწვას ეხმიანება და ამბობს, რომ ქმედების ორგანიზატორი „ქართული ოცნებას“. ოქრიაშვილის თქმით, „ქართულ ოცნება“ დამარცხდება და ქვეყანას პროგრესული განვითარების საშუალება მიეცემა. "ალტ-ინფო“ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ „ქართული ოცნების“ რადიკალურ ფრთას. დღეს, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ორგანიზატორი არის „ქართული ოცნება“, შემსრულებელი - „ოცნების“ რადიკალური ფრთა, „ალტ-ინფო“. „ქართულ ოცნებას“ დავამარცხებთ, გავუშვებთ ხელისუფლებიდან, ქვეყანაც დამშვიდდება და პროგრესული განვითარების საშუალება მიეცემა",- ამბობს ოქრიაშვილი. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, პრორუსული მოძრაობა „ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან აქცია გამართეს და ევროკავშირის დროშა დაწვეს. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა ძალადობრივი ჯგუფისთვის ხელი არ შეუშლია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)