10:02 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-14 13:23:33, 1669 ნახვა

ომი უკრაინაში
რიში სუნაკი - ბრიტანეთის უმთავრესი პრიორიტეტი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაა

ბრიტანეთის უმთავრესი პრიორიტეტი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაა,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

სუნაკის თქმით, თანამედროვე გამოწვევები გაიზარდა მხოლოდ "რუსეთის უკანონო შეჭრით უკრაინაში, ჩინეთის მზარდი თავდაჯერებულობით, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის დესტაბილიზაციის გამოწვევის მცდელობებით".

"ჩვენთვის უმაღლესი პრიორიტეტია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა, რადგან მათი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა და ჩვენ კიდევ უფრო შორს წავალთ ჩვენი გამძლეობის გასაძლიერებლად",- განაცხადა სუნაკმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე პრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, ამაზე მუშაობის დაწყება უკვე შესაძლებელია.

სუნაკის თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე აუცილებელია, ქვეყანა უზრუნველყოფილი იყოს ნატო-ს სტანდარტების სამხედრო ტექნიკით, ასევე აუცილებელია შეიარაღებული ძალების გადამზადება





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics