|
2023-03-13 12:51:47, 720 ნახვა
პოლიტიკა
„ხალხის ძალა“ - კომპრომისით ძალა ვაჩვენეთ, აქციის ორგანიზატორებმა კი არშემდგარი, მათთვის ნანატრი რევოლუციის სურვილით - სისუსტე
„ხალხის ძალამ“, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, კომპრომისით ძალა აჩვენა, აქციის ორგანიზატორებმა კი, არშემდგარი, მათთვის ნანატრი რევოლუციის სურვილით - სისუსტე, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალა" ავრცელებს. როგორც "ხალხის ძალაში" ამბობენ, "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის გარშემო შექმნილი "ეგზალტირებული კამპანია" ემსახურებოდა სხვა ქვეყნების ინტერესებს, რადგან "როგორც კი მომიტინგე ახალგაზრდებით ქვეყანაში რყევა გამოიწვიეს, უკრაინიდან საქართველოში მეორე ფრონტის საკითხი განახლდა". „ქვეყნის გარედან იმპორტირებულ ტყუილს, ახალგაზრდებში, მოლოტოვის კოქტეილის ეფექტი ჰქონდა. იმაზე მეტი ღალატი და მტრობა რა არის, როცა საკუთარი ახალგაზრდების ემოციას მათივე მომავლის საწინააღმდეგოდ გამოაყენებინებ სხვას. უფრო მეტიც, მათ სიცოცხლეს სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის გაწირავ. ტყუილს კი „ძალიან მოკლე ფეხები“ აღმოაჩნდა და დღეს უკვე ბევრი მიხვდა, რომ კანონპროექტი, რომელსაც ისინი უსაფუძვლოდ აპროტესტებენ, თურმე კანადისთვის და ევროკავშირისთვისაც გახდა მისაღები. ამერიკაზე და ბრიტანეთზე რომ აღარ ვისაუბროთ. რეალურად, მთელი ეს ეგზალტირებული კამპანია ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ სხვა ქვეყნების ინტერესებს, რომელთაც ისევ ომის გზაზე მივყავართ. როგორც კი მომიტინგე ახალგაზრდებით ქვეყანაში რყევა გამოიწვიეს, უკრაინიდან მაშინვე განახლდა საქართველოში მეორე ფრონტის საკითხი. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ომი უკრაინაში ჯერ არ დასრულებულა და ის არც ისე შორსაა ჩვენგან. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმაზე მეტი საზრუნავი, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენაა, დღეს არ არსებობს. თუმცა ახალი ომი ახალი ოკუპაციის წინაშე გვაყენებს, სადაც დამხმარე და მხსნელი ისევ არ გვეყოლება. როცა ჩვენ გვსურს სტაბილური დასავლეთის წევრობა, დასავლეთიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში უნდა ემიჯნებოდეს დესტრუქციულ ოპოზიციას და ძალადობას და არა პირიქით. რაც შეეხება იმ მძიმე დღეს, „ხალხის ძალამ“, „ქართულ ოცნებასთან" ერთად, კომპრომისით ძალა აჩვენა, რუსთაველზე აქციის ორგანიზატორებმა კი არშემდგარი, მათთვის ნანატრი რევოლუციის სურვილით - სისუსტე, რის გამოც ქვეყნის სუვერენიტეტი „ცალ ფეხზე“ დატოვა. „ცალ ფეხზე მდგომი“ ქვეყნისთვის ხელის კვრა და წაქცევა ძალიან ადვილია. დავფიქრდეთ, იქნებ სწორედ ეს არის მათი მიზანიც?“ - ნათქვამია ანტიდასავლური მოძრაობის განცხადებაში.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)