|
2023-03-12 16:30:55, 737 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - მერაბიშვილის პოზიცია პარტიის პოზიცია არ არის
ვანო მერაბიშვილის პოზიცია არ არის პარტიის პოზიცია, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე მასობრივ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას. როგორც წითლიძემ "ტვ პირველის" გადაცემა "დღის ამბებში" საუბრისას აღნიშნა, ყოფილი მაღალჩინოსანი განცხადებას მხოლოდ თავისი სახელით აკეთებს. "ვანო მერაბიშვილის პოზიცია არ არის პარტიის პოზიცია. პარტიას როდესაც დასჭირდება თვითონ გააკეთოს კონკრეტული განცხადებები, თვითონ გააკეთებს. მე მიკვირს, რატომ არის ამხელა ინტერესი, რას იტყვის ვანო მერაბიშვილი... ის არის ერთი კერძო პიროვნება და ის აკეთებს განცხადებას, როგორც ჩანს, თავისი სახელით. საინტერესო ის არ არის, რა თქვა მან, საინტერესო და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მთავარი სამიზნე არის "რუსული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, ყურადღების გადატანა სხვა თემებზე არ არის ახლა სწორი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ის, რომ გავაათმაგოთ ბრძოლა იმისთვის, რომ ეს 12-პუნქტიანი ვალდებულება, რაც აქვს ხელისუფლებას, შევასრულებინოთ, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი... წარმოუდგენილია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვინმემ მართოს არაფორმალურად. ამ პარტიის მართვა ერთადერთი ვისაც შეუძლია, ეს ადამიანი ახლა ზის ციხეში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვიცით როგორიც არის", - განაცხადა წითლიძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს, Ukrinform-ის მედიაცენტრში გლობალური ინიციატივის, SAVE MISHA-ს თემაზე დისკუსიის დროს თქვა, რომ იგეგმება მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყება. მერაბიშვილის განცხადებით, აქციების მთავარი მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლა იქნება.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)