12:23 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-10 17:55:20, 1066 ნახვა

პოლიტიკა
ლავროვი - საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კიევის „მაიდანს“ ძალიან მოგვაგონებს

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ძალიან მოგვაგონებს კიევის „მაიდანს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ლავროვის თქმით, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ შექმნილი ვითარება მხოლოდ საბაბი და მცდელობა იყო ხელისუფლების ძალით შეცვლის დასაწყებად.

„ძალიან წააგავს კიევის მაიდანს. ეჭვგარეშეა, რომ კანონი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას ბიუჯეტის მხოლოდ 20%-ის ოდენობით, მხოლოდ საბაბი იყო, რომ დაწყებულიყო ძალაუფლების ძალით შეცვლის მცდელობა'',- განაცხადა სერგეი ლავროვმა. 

ლავროვის თქმით, თავად კანონი „ფერმკრთალია იმასთან შედარებით, თუ როგორ რეგულირდება არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობა შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ინდოეთსა და ისრაელში“. 

"გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი კანონის დარღვევისთვის - 250 000 დოლარამდე ჯარიმა და ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში. საქართველოს აქვს განუზომლად ნაკლები თანხა - 9000 დოლარი და არ არის სისხლისსამართლებრივი დევნა",- ამბობს ლავროვი. 

შეგახსენებთ, დღეს, 10 მარტს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომას 112 დეპუტატი ესწრებოდა. მათგან კანონპროექტის წინააღმდეგ 35 კანონმდებელი წავიდა, 1-მა კი, მხარი დაუჭირა.

ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ, 9 მარტს გამოიწვია. გამოწვევის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა.

პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს, 8 მარტს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა. მანამდე, კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. 

ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

საზოგადოებრივი კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალური" იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics