|
2023-03-10 16:16:59, 1089 ნახვა
პოლიტიკა
EPP-ს რეზოლუცია - საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების აზროვნება აშკარად ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ მომავალს
ჰელსინკში, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკურ ასამბლეაზე გაიმართა საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა, რის შემდეგაც ანსამლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. როგორც რეზოლუციაში ვკითხულობთ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების აზროვნება აშკარად ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ მომავალს. გარდა ამისა, რეზოლუციაში ე.წ რუსული კანონის გარდა დაგმობილია, საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური კურსიც, რომელიც დემოკრატიის სფეროში აშკარა უკუსვლას აჩვენებს. "ჩვენ უაღრესად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით, მათ შორის შემოთავაზებული რუსული სტილის „უცხოური აგენტის“ კანონით და მის გარშემო განვითარებული მოვლენებით. ამ ქმედებებმა დააზიანა საქართველოს ხელისუფლების რეპუტაცია და გამოიწვია ღრმა ეჭვები მათი ევროპული კურსისადმი ერთგულების მიმართ. ეს კანონი მიზნად არ ისახავს დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობას, არამედ ღრმა ზიანს აყენებს ქვეყანაში დემოკრატიულ კონსოლიდაციას. ჩვენ ვნახეთ ასეთი რეგულაციები რუსეთში, ბელარუსში და სხვა ქვეყნებში, სადაც დემოკრატიული ღირებულებები აშკარად უარყოფილია. ეს ქვეყანას არ აძლევს საშუალებას გააღოს ევროპის კარი. ვწუხვართ, რომ საქართველოს მთავრობა ჯიუტად აგრძელებს სრულიად საპირისპირო ნაბიჯების გადადგმას, რაც ქვეყანას სჭირდება ამ ისტორიულ მომენტში, რომელიც გამოწვეულია უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად. მეორე მხრივ, ჩვენ დავინახეთ, თუ რამდენად დიდია ქართველი ქალებისა და კაცების, ახალგაზრდების მისწრაფებები უკეთესი მომავლისკენ. მათი მონდომება ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტებისადმი აღაფრთოვანებს და შთააგონებს ყველას. ამ კანონის ყოველგვარი განხილვა უნდა შეწყდეს, აქციის მონაწილეები, პოლიტიკური ლიდერები და აქტივისტები უნდა გათავისუფლდნენ. ჩვენ ასევე ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებას. ზოგადად, საქართველოს ხელისუფლების კურსი ბოლო წლების განმავლობაში, დემოკრატიის აშკარა უკანდახევაზე მიუთითებს. გარდა ამისა, შეშფოთებას იწვევს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, მავნე და აბსურდული პროპაგანდისტული კამპანიის შესახებ, რომ ევროკავშირი და აშშ ახორციელებენ ზეწოლას საქართველოს ადმინისტრაციაზე რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების დასაწყებად, რუსული დეზინფორმაციული ნარატივების გამეორებით. ამ ქმედებებით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების აზროვნება აშკარად ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ მომავალს. EPP აგრძელებს მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვას საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მიმართ მისი ევროპული და ევროატლანტიკური კურსის გატარებაში.ჩვენ უაღრესად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით, მათ შორის შემოთავაზებული რუსული სტილის „უცხოური აგენტის“ კანონით და მის გარშემო განვითარებული მოვლენებით. ამ ქმედებებმა დააზიანა საქართველოს ხელისუფლების რეპუტაცია და გამოიწვია ღრმა ეჭვები მათი ევროპული კურსისადმი ერთგულების მიმართ. ეს კანონი მიზნად არ ისახავს დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობას, არამედ ზიანს აყენებს ქვეყანაში დემოკრატიულ კონსოლიდაციას. ჩვენ ვნახეთ ასეთი რეგულაციები რუსეთში, ბელარუსში და სხვა ქვეყნებში, სადაც დემოკრატიული ღირებულებები აშკარად უარყოფილია. ეს ქვეყანას არ აძლევს საშუალებას გააღოს ევროპის კარი. ვწუხვართ, რომ საქართველოს მთავრობა ჯიუტად აგრძელებს სრულიად საპირისპირო ნაბიჯების გადადგმას, რაც ქვეყანას სჭირდება ამ ისტორიულ მომენტში, რომელიც გამოწვეულია უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად. მეორე მხრივ, ჩვენ დავინახეთ, თუ რამდენად დიდია ქართველი ქალებისა და კაცების, ახალგაზრდების მისწრაფებები უკეთესი მომავლისკენ. მათი მონდომება ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტებისადმი აღაფრთოვანებს და შთააგონებს ყველას. ამ კანონის ყოველგვარი განხილვა უნდა შეწყდეს, აქციის მონაწილეები, პოლიტიკური ლიდერები და აქტივისტები უნდა გათავისუფლდნენ. ჩვენ ასევე ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებას. ზოგადად, საქართველოს ხელისუფლების კურსი ბოლო წლების განმავლობაში, დემოკრატიის აშკარა უკანდახევაზე მიუთითებს. გარდა ამისა, შეშფოთებას იწვევს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, მავნე და აბსურდული პროპაგანდისტული კამპანიის შესახებ, რომ ევროკავშირი და აშშ ახორციელებენ ზეწოლას საქართველოს ადმინისტრაციაზე რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების დასაწყებად, რუსული დეზინფორმაციული ნარატივების გამეორებით. ამ ქმედებებით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების აზროვნება აშკარად ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ მომავალს. EPP აგრძელებს მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვას საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მიმართ მისი ევროპული და ევროატლანტიკური კურსის გატარებაში",- ვკითხულობთ რეზოლუციაში.
შეგახსენებთ, დღეს, 10 მარტს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომას 112 დეპუტატი ესწრებოდა. მათგან კანონპროექტის წინააღმდეგ 35 კანონმდებელი წავიდა, 1-მა კი, მხარი დაუჭირა. ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ, 9 მარტს გამოიწვია. გამოწვევის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს, 8 მარტს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა. მანამდე, კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. საზოგადოებრივი კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალური" იყო.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


.jpeg)
ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)