12:25 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-10 14:39:02, 1057 ნახვა

პოლიტიკა
IDFI - უწყებების გამჭვირვალობის გაუარესება აჩენს ეჭვებს, რომ ხელისუფლება ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2022 წელს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, 2022 წელს საჯარო დაწესებულებების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი ბოლო 12 წლის მანძილზე ყველაზე დაბალია.

ასევე, 2022 წელს, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი, საჯარო დაწესებულებათა უმრავლეს კატეგორიაში გაუარესდა, თუმცა განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სამინისტროები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები. აღსანიშნავია, რომ მათივე ცნობით, განსაკუთრებით პრობლემური იყო ისეთი მოთხოვნების უპასუხოდ დატოვება, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომთან და მის საქართველოზე გავლენასთან იყო კავშირში.

გარდა ამისა, 2022 წელს 130 საჯარო დაწესებულების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 50%-ზე ნაკლებია. ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მიიღო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ (95,36%) და საქართველოს პარლამენტის აპარატმა -(85,39%); საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მაჩვენებელმა მხოლოდ 18,31% შეადგინა.  

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წელს, IDFI-ს სტანდარტული შინაარსის მოთხოვნები ყველა სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა, შედეგად, სამინისტროების მაჩვენებელი მხოლოდ 0%-დან 40%-მდე მერყეობს. მათ შორის,  კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო (0%);

IDFI მიიჩნევს, რომ საჯარო უწყებების გამჭვირვალობის ხარისხის გაუარესების არსებული მასშტაბი აჩენს მნიშვნელოვან ეჭვებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეზღუდოს ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics