12:25 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-10 13:33:20, 1484 ნახვა

პოლიტიკა
„საზოგადოებამ დაინახა, ვინ არის უცხო ქვეყნის აგენტი“ - დიტო სამხარაძემ კანონპროექტს მეორე მოსმენაზეც მხარი დაუჭირა

„ქართული ოცნების“ რეგიონალური მდივანი დიმიტრი სამხარაძე, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, ამბობს, რომ "საზოგადოებამ ნათლად დაინახა თუ ვინ არის აგენტი". 

დიტო სამხარაძის თქმით, კანონპროექტისთვის მეორე მოსმენაზე მხარის დაჭერა "ტექნიკური ხარვეზი" იყო, თუმცა ამავდროულად მიიჩნევს, რომ ამ კანონმა მისი დანიშნულება შეასრულა, ვინაიდან შუბლზე გამოსახულ ჯაშუშის ნიშნებს, "აგენტები ვერასდროს ჩამოირეცხავენ". 

''კანონის გაწვევით აგენტები აღარ იქნებით თუ ვინმეს დააჯერებთ რომ არ ხართ? სიხარულიც ფეიკური აქვთ, ამ კანონმა მისი დანიშნულება შეასრულა, საზოგადოებამ ნათლად დაინახა თუ ვინ არის უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი! შუბლზე გამოგესახათ ჯაშუშის ნიშნები, რასაც ვერასდროს ჩამოირეცხავთ!'' - წერს დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს, 10 მარტს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომას 112 დეპუტატი ესწრებოდა. მათგან კანონპროექტის წინააღმდეგ 35 კანონმდებელი წავიდა, 1-მა კი, მხარი დაუჭირა.

ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ, 9 მარტს გამოიწვია. გამოწვევის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა.

პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს, 8 მარტს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა. მანამდე, კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. 

ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

საზოგადოებრივი კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალური" იყო.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics