|
2023-03-10 09:27:48, 1085 ნახვა
პოლიტიკა
პრაისი - მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად გააუქმოს ეს კანონპროექტი და არ წარადგინოს ამ ტიპის კანონმდებლობა
მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად გააუქმოს ეს კანონპროექტი და არ წარადგიონს ამ ტიპის კანონმდებლობა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტი შეუთავსებელია საქართველოსა და ევრო-ატლანტიკურ ღირებულებებთა და ძირითადი თავისუფლებების დაცვასთან. "ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გარკვევით თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი საქართველოსთვის უსაფრთხო და აყვავებული ევროპული მომავალია. ჩვენ - მიუხედავად იმისა, რომ მივესალმებით კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას, "უცხოური გავლენის შესახებ", მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად გააუქმოს ეს კანონპროექტი და არ წარადგიონს ამ ტიპის კანონმდებლობა, სწორედ იმიტომ, რომ ის შეუთავსებელია საქართველოსა და ევრო-ატლანტიკურ ღირებულებებთა და ძირითადი თავისუფლებების დაცვასთან. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ ერთობლივად იმუშაონ იმ რეფორმებზე, რომლებიც სასწრაფოდ არის საჭირო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც საქართველოს მოქალაქეების უდიდესი სურვილია",-განაცხადა პრიასმა. შეგახსენებთ, გუშინ, 9 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია. კანონპროექტის გამოთხოვის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო. პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს, 8 მარტს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა. კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)