12:23 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-10 09:08:41, 868 ნახვა

პოლიტიკა
ჰელსინკის კომისია კანონპროექტის გაწვევაზე - მისასალმებელია იმ კრიზისის განმუხტვის მიზნით, რომელიც მხოლოდ მათ გამოიწვიეს

მისასალმებელი ნაბიჯია იმ კრიზისის განმუხტვისთვის, რომელიც მხოლოდ მათ გამოიწვიეს, - ასე ეხმაურება ჰელსინკის კომისია "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას.

როგორც კომისიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი კანონპროექტის საბოლოო გაუქმების დეტალებს ყურადღებით აკვირდებიან.

"საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება, რომ ის გააუქმებს რუსეთის მსგავს კანონპროექტს უცხოელი აგენტების შესახებ, მისასალმებელი ნაბიჯია იმ კრიზისის განმუხტვისთვის, რომელიც მხოლოდ მათ გამოიწვიეს. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, რათა დავინახოთ, რომ კანონპროექტი ფაქტობრივად, ფორმალურად ამოღებულია და მომიტინგეები სწრაფად გათავისუფლდებიან", - ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 9 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია. კანონპროექტის გამოთხოვის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო.

პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს, 8 მარტს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა. კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. 

ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც.

კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics