22:21 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-09 17:00:07, 1320 ნახვა

პოლიტიკა
არძინბა - თბილისის აქციაზე შეკრებილები დავალებებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან იღებენ

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის  ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, ტელეგრამის საშუალებით განცხადებას ავრცელებს.

არძინბას თქმით, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს დირექტივებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და თბილისში შეერთებული შტატების საელჩო აძლევს.

მისი თქმით, უნდა აღინიშნოს არასამთავრობო სექტორის დესტრუქციული როლი აღნიშნული ღონისძიებების მომზადებაში. 

„ძვირფასო თანამემამულენო! აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკვირდება საქართველოში არსებულ ვითარებას. მიგვაჩნია, რომ ეს არის პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით დამხობის კიდევ ერთი მცდელობა.

ე.წ. მშვიდობიანი მომიტინგეები მიმართავენ შემდეგ მეთოდებს: მოლოტოვის კოქტეილებს, ქუჩების დაკეტვას და აგრესიული ქცევის სხვა ფორმებს. ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მათ დავალება აქვთ მიცემული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და თბილისში აშშ-ს საელჩოს შესაბამისი დეპარტამენტებისგან. ამას გარდა, აღსანიშნავია არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციული როლი ამ ღონისძიებების მომზადებაში.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აფხაზეთის პრეზიდენტი მუდმივად აკვირდება სიტუაციას, არის მუდმივ კონტაქტში აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობასთან.

ჩვენი სახელმწიფო საზღვარი აფხაზური და რუსული სპეცრაზმის საიმედო დაცვის ქვეშაა.
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების სისტემა სტაბილური დარჩება“, - ნათქვამია ინალ არძინბას განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics