|
2023-03-09 15:05:13, 846 ნახვა
პოლიტიკა
პესკოვი „უცხოური აგენტების“ კანონპროექტზე - კრემლით შთაგონებული არაფერი არ ყოფილა
კრემლს არავითარი კავშირი არ აქვს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან", რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინა და შემდეგ საპროტესტო აქციების გამო გაიწვიეს,- ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა რუსული მედია rbc.ru-სთან განაცხადა. პესკოვის თქმით, არაფერი კრემლით შთაგონებული არ ყოფილა და კრემლი აქ არაფერ შუაშია "არაფერი კრემლით შთაგონებული არ ყოფილა და კრემლი აქ არაფერ შუაშია. მოგეხსენებათ, რომ ამ კანონების შემოღების პრაქტიკა 30-იანი წლების ბოლოს წამოიწყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა",- განაცხადა პესკოვმა. პესკოვის თქმითვე, კანონპროექტის მეორე ვარიანტი ჰგავს ამერიკულ კანონს, შინაარსით უფრო რბილი იყო. მაგრამ არც ერთთან და არც მეორესთან ჩვენ კავშირი არ გვაქვს. გარდა ამისა, კრემლის პრესსპიკერმა თბილისსი მიმდინარე აქციების გამო შეშფოთება გამოთქვა. "ეს ბოლოს და ბოლოს მეზობელი სახელმწიფოა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან როგორც ასეთი ურთიერთობები არ გვაქვს, ბოლოს და ბოლოს, რა თქმა უნდა, იქ არსებულმა მდგომარეობამ არ შეიძლება არ გამოიწვიოს ჩვენი შეშფოთება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზღვრების პერიმეტრზე სიმშვიდე იყოს, აქ ახლა, რა თქმა უნდა, უკეთესი სიტუაციის მოლოდინი გვაქვს",- დასძინა პესკოვმა. შეგახსენებთ, რომ, საქართველოს პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 8 მარტს მიიღეს. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, 13 წავიდა. ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია". კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ორივე საკომიტეტო მოსმენა აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)