14:20 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-09 04:44:18, 850 ნახვა

პოლიტიკა
სპეცრაზმი ისევ ცდილობს წყლის ჭავლით და გაზით მომიტინგეების დაშლას თუმცა უშედეგოდ

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი აქციის მონაწილეების დაშლას კვლავ ცდილობს. სპეცრაზმი მომიტინგეების მისამართით იყენებს წყლის ჭავლს.

რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე ფორმიანები შევარდნენ და რამდენიმე პირი ძალის გამოყენებით გაათრიეს. 

სულ ცოტა ხნის წინ კი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა ისევ გამოიყენეს. წყლის ჭავლის მანქანა მათ დაშლისკენ ამ დრომდე მოუწოდებს და აფრთხილებს: "მოქალაქენო, გთხოვთ დაიშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები".

მიუხედავად იმისა, რომ სპეცდანიშნულების რაზმებმა აქციის მონაწილეები ოპერის და ბალეტის თეატრამდე ჩაწია, ისინი უკან დაბრუნდნენ და აქციას "რუსთაველის თეატრის" ასევე სასტუმრო "თბილისი მერიოტის" წინ აგრძელებენ,  რუსთაველის გამზირზე დარბეულ დემონსტრანტებს, მოქალაქე ცხელ ჩაის ურიგებს.

მომიტინგეები ცდილობენ, თავი სკამებით, ნაგვის ურნებითა და სხვადასხვა ნივთებით შექმნილი ბარიკადებით დაიცვან. „შეჩერდით!“, - ისმის შეძახილები აქციის მონაწილეების მხრიდან.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics