14:20 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-08 21:34:52, 835 ნახვა

პოლიტიკა
ესტონეთის საგარეო უწყებამ „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის გამო საქართველოს ელჩი დაიბარა

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი დაიბარა. აღნიშნულ ინფორმაციას ესტონური გამოცემა Delfi ავრცელებს. 

ქვეყნის საგარეო უწყების პირველი პირის, ურმას რეინსალუს განცხადებით, კანონპროექტი ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმეგება, რის გამოც, მინისტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ის პარლამენტიდან გაიწვიოს.

„საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებული კანონი უცხოელი აგენტების შესახებ სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივების შესახებ. კანონი საქართველოს მთავრობის სურვილს, სწრაფად ინტეგრირდეს ევროატლანტიკურ სივრცეში, ეწინააღმდეგება. ეს ასევე ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და მუშაობს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის აუცილებელი 12 პრიორიტეტის შესრულების საწინააღმდეგოდ. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და კანონპროექტი გაიწვიოს", - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ცნობისთვის, პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით გუშინ, 7 მარტს მიიღეს. ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც.

კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".

კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics