|
2023-03-08 17:15:40, 869 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - მე, როგორც ქართველი, ევროპაში ყოველთვის თავაწეული დავდიოდი და მომავალშიც ასე ვივლი
თბილისის მერი კახა კალაძე გუშინდელ აქციას გამოეხმაურა, სადაც მისი თქმით, არაერთმა ადამიანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ. დედაქალაქის მერის განცხადებით, ევროპა ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და თითოეული მოქალაქის ურყევი მიზანი, რადგამ იგი დაკავშირებულია დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, სამართლის უზენაესობასთან, ღირსების პატივისცემასთან. „ეს არის ის ფასეულობები, რომლისკენაც ქართველები დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ვისწრაფოდით და ვისწრაფვით. აქვე მინდა ვთქვა, რომ ევროპაზე საუბრისას, პირადად მე, ძალიან ხშირად, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში, ოპონენტების მხრიდან მხვდება სტატუსები - „კახა, კარგია შოპინგი ევროპაში?“ აღარ შევალ სიღრმეებში. ნიშანდობლივია, რომ ამ ადამიანებს - ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, ევროპა „შოპინგამდე“ დაჰყავთ, რაც მათ მენტალიტეტსა და შეგნებაზე მეტყველებს. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ამ ადამიანებს ღირებულებები არ აქვთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე განმარტებით, პირადად მისთვის, ევროპა არა „შოპინგზე“ სიარულს, არამედ ღირებულებებს ნიშნავს. „ჩემი საუკეთესო წლები გავატარე ევროპაში, ვცხოვრობდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში - მილანში. ჩემი წარმატებები დაკავშირებულია ევროპასთან, მილანთან, რითაც ძალიან ვამაყობ. ყოველთვის ვცხოვრობ ევროპული ღირებულებებით. ვამაყობ ჩემი ქვეყნით, მისი კულტურით და ტრადიციებით. რა თქმა უნდა, ამ მიდგომით და დამოკიდებულებით ვზრდი ჩემს შვილებს. ჩემთვის ევროპა არა „შოპინგზე“ სიარულს, არამედ ღირებულებებს ნიშნავს. იმასაც ვიტყვი, რომ მე, როგორც ქართველი, ევროპაში ყოველთვის თავაწეული დავდიოდი, დღესაც ასე დავდივარ და მომავალშიც ასე ვივლი. ჩემმა პირადმა გამოცდილებამაც დამარწმუნა, რომ თუ თავად არ იცი შენი ქვეყნის ფასი, თუ არ გიყვარს შენი ქვეყანა, მისი კულტურა, ტრადიციები, წარსული, ის ღირებულებები, რაც შენს ქვეყანას გააჩნია, მერწმუნეთ, არც ევროპა მიგიღებს და დაგაფასებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)