|
2023-02-08 13:40:09, 1188 ნახვა
საზოგადოება
„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში“ მარტიდან დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი ჩაერთვება
თბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში“ მარტიდან დამატებით 300 ბავშვსა და მოზარდს ჩართავს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საჭირო სეანსები, ჯამში, 1850 ბავშვსა და მოზარდს დაუფინანსდება. „პროგრამის მოსარგებლეთა ზრდის პარალელურად, სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების რიცხვიც გაიზარდა და დღეისათვის პროგრამას ცხრა დაწესებულება ემსახურება. მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს, რომ გვერდში დაუდგეს ამ ოჯახებს, ამ პატარებს, მოზარდებს და პროგრამა შეუფერხებლად განხორციელდეს. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ინდივიდუალური გეგმის მიხედვით განსაზღვრული, მინიმუმ, ერთსაათიანი თერაპიული სეანსები. ამ მიზნით ერთი ბენეფიციარისთვის წელიწადში 4 800 ლარია გათვალისწინებული“, – განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ ხაზი გაუსვა 2015 წელს დაწყებული პროგრამის ბიუჯეტის, სერვისის მიმწოდებელთა და ბენეფიციართა ზრდის დინამიკას და განაცხადა, რომ პროგრამის შეუფერხებლად განსახორციელებლად თბილისის მერია ძალისხმევას არ დაიშურებს. „აღსანიშნავია, რომ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ დაწყებისას, 2015 წლის ივლისში, პროგრამაში სერვისის მიმწოდებელი ორი დაწესებულება და 325 ბავშვი იყო ჩართული, ხოლო ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იყო. დღეისათვის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ ბიუჯეტი 7 383 000 ლარს შეადგენს“, – განცხადა კახა კალაძემ.
კობახიძე- საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში, ქართველმა ხალხმა ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის
რიონჰესთან მდინარეში გადავარდნილი მანქანიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
კობახიძე - ქართულმა ოცნებამ მიიღო 1 100 000-ზე მეტი ხმა, რითაც ქართველმა ხალხმა დაადასტურა, რომ თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს ჩვენს კურსს
კობახიძე - ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)