|
2023-02-08 11:24:46, 1080 ნახვა
საზოგადოება
ალასანია სააკაშვილზე - ჩემი შვილის ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ 2008 წელს ქვეყანა რუსეთს არ ჩააბარა
ჩემი შვილის ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ თავისი ქვეყანა არ ჩააბარა რუსეთს 2008 წელს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, საქართველოსთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინები აღარ აქვს. "მე პრეზიდენტს არაფერს არ ვუპასუხებ, უბრალოდ, იცით რაშია საქმე? მე მიმაჩნია, რომ ჩემი შვილის ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ თავისი ქვეყანა არ ჩააბარა რუსეთს 2008 წელს. აი, ეს არის მისი დანაშაული როგორც გამოირკვა, მეტი არავითარი დანაშაული მე არ მაგონდება. ყველა ადამიანს აქვს უფლება, გააკეთოს თავისი არჩევანი, ყველას თავისი ღირებულებები აქვს, მორალი აქვს. ამ ქვეყანასთან დაკავშირებით არავითარი ოპტიმისტური მოლოდინი მე არ მაქვს", - აცხადებს გიული ალასანია. შეგახსენებთ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებას გუშინ, 7 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილმა ვრცელი განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ "ამ გადაწყვეტილებით ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა". მეხუთე პრეზიდენტის აზრით, გრძელდება ქვეყნის არნახული დისკრედიტაცია, რაც მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და "ამ ორმხრივ დისკრედიტაციას ვერანაირი პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველის". მანვე განცხადებაში აღნიშნა, რომ "პრეზიდენტისკენ ხელის გამოშვერა არაფრის მომტანია, თუ არა კიდევ ერთხელ საზოგადოების მოტყუების მცდელობა, ვითომ არ იცოდეს ყველამ - პრეზიდენტის შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება (კიდევ სამ საქმეზე არის ბრალდებული)".
კობახიძე- საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში, ქართველმა ხალხმა ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის
რიონჰესთან მდინარეში გადავარდნილი მანქანიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
კობახიძე - ქართულმა ოცნებამ მიიღო 1 100 000-ზე მეტი ხმა, რითაც ქართველმა ხალხმა დაადასტურა, რომ თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს ჩვენს კურსს
კობახიძე - ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)