21:43 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 16:21:15, 928 ნახვა

საზოგადოება
„ქართული ოცნება“ - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო,- ამის შესახებ მმართველი პარტია Facebook-ზე წერს.

მათი თქმით, თანაუგრძნობენ დაღუპულთა ოჯახებს, თურქ ხალხს და თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო. თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს, თურქ ხალხს, თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას",- წერს პარტია სოციალურ ქსელში.

აგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 912 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი სულ მცირე 5383-ს შეადგენს. 

სირიის უახლესი შეფასებით, რომელსაც გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორია აწარმოებს, დაღუპულია 320 ადამიანი. 

შეგახსენებთ, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ​აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსრიდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო. 

მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებიდან ადამიანების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.​





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ბერა ივანიშვილის სარჩელის გამო ქართუმ მედიას მორიჯ ჯერზე ბრიუსელიდან ემუქრება
კობახიძე- საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში, ქართველმა ხალხმა ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის
რიონჰესთან მდინარეში გადავარდნილი მანქანიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
კობახიძე - ქართულმა ოცნებამ მიიღო 1 100 000-ზე მეტი ხმა, რითაც ქართველმა ხალხმა დაადასტურა, რომ თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს ჩვენს კურსს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics