21:46 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 13:26:24, 830 ნახვა

საზოგადოება
საგარეო - თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ცხელი ხაზი ამოქმედდა

თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ქ. სტამბოლსა და ქ. ტრაპიზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში  შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ:

  • საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში +905336903040; +905392208280 
  • გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში +905418184400
  • გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში +905413262226

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, "ანკარაში საქართველოს საელჩოსა და სტამბოლში გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ, ამ დროისთვის არანაირი შეტყობინება არ შესულა."

შეგახსენებთ, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ​აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებიდან ადამიანების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.​

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრას, სულ მცირე, 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხუთმა ქვეყანამ უარი თქვა რუსეთის ნაკრებთან ერთად 2027 წლის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე
კობახიძე ბერა ივანიშვილის სარჩელის გამო ქართუმ მედიას მორიჯ ჯერზე ბრიუსელიდან ემუქრება
კობახიძე- საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში, ქართველმა ხალხმა ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის
რიონჰესთან მდინარეში გადავარდნილი მანქანიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics