|
2023-02-05 17:07:45, 2101 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინმა ომის დასაწყისში პირობა დადო, რომ ზელენსკის არ მოკლავდა - ისრაელის ყოფილი პრემიერი
პუტინმა ომის დასაწყისში პირობა დადო, რომ ზელენსკის არ მოკლავდა, - ამის შესახებ ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა. ისრაელის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს გაიხსენა, თუ როგორ შეხვდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს 2022 წლის მარტის დასაწყისში მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტის თხოვნით, ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების ორგანიზებას ცდილობდა. როგორც ბენეტი აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ის ვლადიმერ პუტინმა დაარწმუნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის არ მოკლავდა, კრემლიდან გამოსულმა დაურეკა თავშესაფარში მყოფ უკრაინის პრეზიდენტს და რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები გადასცა. ბენეტის თქმითვე, ამის შემდეგ, 2 საათში ზელენსკი ავიდა თავის კაბინეტში და გადაიღო ვიდეო, სადაც თქვა - „მე არ მეშინია“. „ზელენსკის მოშორება. ეს ყველაზე ძვირფასია, ეს ლიდერის სიცოცხლეა. ვიცოდი, რომ ზელენსკის ემუქრებოდნენ თავშესაფარში და რომ მათ არ იცოდნენ მისი ადგილმდებარეობა. რაღაც მომენტში პუტინს ვუთხარი - „მისმინე, რა ხდება ამ ამბავთან დაკავშირებით, შენ აპირებ მის მოკვლას?“ მან მითხრა - „მე არ მოვკლავ ზელენსკის“, - უთხრა ბენეტმა ადგილობრივ გამოცემას. როგორც უკრაინული მედია წერს, ბენეტი პუტინს 5 მარტს შეხვდა. ზელენსკიმ კი ვიდეო, რომელშიც თქვა, რომ რჩება კიევში და არაფრის ეშინია, 7 მარტს ჩაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)