|
2023-02-03 12:14:00, 891 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები ყველასათვის - ფაზა 2“ - მმართველი კომიტეტის მეორე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შს სამინისტროს ცნობით, მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში - ნიკ ბერესფორდმა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ადამიანის უფლებების საკითხებში უფროსმა მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში - ვლადიმირ შკოლნიკოვმა და ევროკავშირის დელეგაციის ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების გუნდის ხელმძღვანელმა საქართველოში - აგატა ნიბოიმ. "სიტყვით გამოსვლისას, მათ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაფასეს და სამომავლოდ პროექტის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ალექსანდრე დარახველიძემ პროექტის ფარგლებში მიღწეული პროგრესი შეაჯამა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით უწყების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა სამინისტროში მოქმედი შშმ პირთა უფლებების საკონსულტაციო ჯგუფის მუშაობის ეფექტურობას, ასევე, შსს-ს აკადემიაში დანერგილი შშმ პირთა უფლებების დაცვისა და კომუნიკაციის სტანდარტების სასწავლო მოდულისა და აღნიშნული მოდულის საფუძველზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა კასკადური გადამზადების მნიშვნელობას. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აგრეთვე ისაუბრა შშმ პირთა სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობისა და სხვა რელევანტურ საკითხებზე ჩატარებული სწავლებების პოზიტიურ შედეგებზე. ღონისძიების დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს განვითარების პროგრამას, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს და ევროკავშირს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაწეული მუდმივი მხარდაჭერისთვის. აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული ეროვნული პოლიტიკის განხორციელება და მონიტორინგი, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმების გაძლიერება და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
ხუთმა ქვეყანამ უარი თქვა რუსეთის ნაკრებთან ერთად 2027 წლის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე
კობახიძე ბერა ივანიშვილის სარჩელის გამო ქართუმ მედიას მორიჯ ჯერზე ბრიუსელიდან ემუქრება
კობახიძე- საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში, ქართველმა ხალხმა ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის
რიონჰესთან მდინარეში გადავარდნილი მანქანიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)