|
2023-02-02 12:25:44, 965 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - პირველი აპრილიდან ტაქსის არსებული ნებართვა იქნება მუდმივი, თქვენი საკუთრება
ნებართვა, რომელსაც ტაქსის მძღოლები ფლობენ, პირველი აპრილიდან უვადო გახდება და მფლობელის საკუთრება იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტი შექმნის პლატფორმას, სადაც ნებართვის მფლობელს შეეძლება, აღნიშნული ლიცენზიით ივაჭროს. „ეს ნებართვა პირველი აპრილიდან იქნება თქვენი საკუთრება მუდმივად. მეტ ლიცენზიას, ნებართვას დედაქალაქის მუნიციპალიტეტი აღარ გასცემს. ვნახეთ, როგორ რეგულირდება ეს საკითხი ევროპულ ქვეყნებში. ალბათ, ვინც ამ მიმართულებით მუშაობთ, ჩემზე მეტი ინფორმაცია გაქვთ და იცით, რომ ტაქსის ნებართვები აღარ არსებობს საერთოდ. ის ოჯახებიდან გადაეცემა იმ ადამიანებს, ვისაც თავის დროზე აღებული აქვს ნებართვა. თუ ადამიანს არ აქვს სურვილი, ამ ნებართვით გააგრძელოს საქმიანობა, ვქმნით შესაბამის პლატფორმას, სადაც შეეძლება, ამ საქმიანობის ლიცენზია გამოიტანოს და ივაჭროს. ნებართვა 1 000 და 2 000 ლარი კი არ ეღირება, არამედ გაცილებით მეტი. ამას ცხადია, გარკვეული დრო დასჭირდება. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, ხელში მნიშვნელოვანი აქტივი გქონდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. პრეზენტაციაზე რეფორმის მესამე ეტაპის დეტალებზე თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემაც ისაუბრა. „ტაქსების რეფორმაზე რამდენიმე წელი ვიმუშავეთ. ჩვენი მიზანი იყო, გაგვეძლიერებინა ბაზარი და ამასთანავე, გაგვეუმჯობესებინა ტაქსით მომსახურების ხარისხი. მესამე ეტაპზე, შეიქმნება A კატეგორიის ნებართვის ბაზარი. ერთწლიანი, A კატეგორიის ნებართვები გახდება მუდმივი, უვადო. ბაზარზე დაშვებული იქნება A კატეგორიის ნებართვებით ვაჭრობა, ყიდვა-გაყიდვა, იჯარით გაცემა-მიღება და ნებართვის უფლებრივად დატვირთვა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ A კატეგორიის სანებართვო ბაზარზე, ფიზიკური პირების გარდა, იურიდიული პირებიც შემოვლენ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. „2023 წლის 20 მარტიდან მუნიციპალიტეტი შეწყვეტს არსებული, ძველი სისტემით A კატეგორიის ნებართვების გაცემას, ხოლო 2023 წლის პირველი აპრილიდან ერთჯერადად, მუნიციპალიტეტი გასცემს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვებს. ახლა უკვე ისმის ყველაზე მთავარი კითხვა: ვისზე გაიცემა ეს A კატეგორიის, ახალი სისტემით გათვალისწინებული ნებართვები? პირველი აპრილიდან მუნიციპალიტეტი ახალი სისტემით გათვალისწინებულ, A კატეგორიის ნებართვას გასცემს ყველა იმ ფიზიკურ პირზე, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ნებისმიერ პერიოდში, თუნდაც ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას, ერთ ფიზიკურ პირზე ერთი ნებართვის პრინციპით“, - აღნიშნა ვიცე-მერმა. დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი გააცნო.
კობახიძე - 2022 წლის მარტში საქართველომ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი წარადგინა, თუმცა საქართველოს განაცხადი არ დაკმაყოფილდა, ეს იყო დიდი შეცდომა
ხუთმა ქვეყანამ უარი თქვა რუსეთის ნაკრებთან ერთად 2027 წლის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე
კობახიძე ბერა ივანიშვილის სარჩელის გამო ქართუმ მედიას მორიჯ ჯერზე ბრიუსელიდან ემუქრება
კობახიძე- საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში, ქართველმა ხალხმა ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)