|
2023-02-02 12:20:13, 843 ნახვა
საზოგადოება
საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 1-ელ თებერვალს დაიწყო და 10 მარტის ჩათვლით გაგრძელდება
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეირჩა და გამოქვეყნდა მეშვიდე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 1-ელ თებერვალს დაიწყო და 10 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. "გამოქვეყნებულია კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების 83 ერთეული საძოვრის მონაცემები. მათ შორის, დედოფლისწყარო - 12, საგარეჯო - 3, თელავი - 3, სიღნაღი - 3, ყვარელი - 5, ახმეტა - 4, ასპინძა - 1, ახალციხე - 1, ნინოწმინდა - 6, დმანისი - 16, თეთრიწყარო - 1, წალკა - 2, მცხეთა - 1, ყაზბეგი - 1, გორი - 3, კასპი - 1, ქარელი -2, წყალტუბო - 13, ბაღდათი - 1, სენაკი -2, ონი - 2. 2022 წლის 28 მარტიდან, სააგენტომ შეარჩია და ექვს ეტაპად გამოაქვეყნა აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრების მონაცემები. ჯამში, ინტერესი გამოიხატა 212 კოდზე და მასთან დაკავშირებული მონაცემები გადაიგზავნა ქონების ეროვნულ სააგენტოში. პირდაპირი წესით გადაცემას დაექვემდებარა 119 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 12 650 ჰა; ხოლო აუქციონის წესით გადაცემას - 93 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 14 495 ჰა. ქონების ეროვნულ სააგენტოში ჩატარებულია აუქციონები 86 მიწის ნაკვეთზე, საერთო ფართობით 133 271 ჰა. იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა 46 (6183 ჰა.) მიწის ნაკვეთზე. ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge www.mepa.gov.ge), ასევე სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
კობახიძე - 2022 წლის მარტში საქართველომ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი წარადგინა, თუმცა საქართველოს განაცხადი არ დაკმაყოფილდა, ეს იყო დიდი შეცდომა
ხუთმა ქვეყანამ უარი თქვა რუსეთის ნაკრებთან ერთად 2027 წლის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე
კობახიძე ბერა ივანიშვილის სარჩელის გამო ქართუმ მედიას მორიჯ ჯერზე ბრიუსელიდან ემუქრება
კობახიძე- საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში, ქართველმა ხალხმა ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)