|
2023-02-01 16:39:38, 1531 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯონსონი დასავლეთს - დაზოგეთ დრო, ფული და სიცოცხლე, მიეცით უკრაინელებს საჭირო იარაღი
დაზოგეთ დრო, ფული და სიცოცხლე, მიეცით უკრაინელებს საჭირო იარაღი, - ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ვაშინგტონში, მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან შეხვედრისას განაცხადა. ჯონსონმა ასევე მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ყველა საჭირო ტიპის იარაღის, მათ შორის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას. „მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ყოველთვის, როცა ჩვენ ვიტყვით, რომ შეცდომა იქნებოდა ამა თუ იმ იარაღის მიწოდება, ჩვენ ამას ვაკეთებთ და საბოლოოდ ეს სწორია უკრაინისთვის. მახსოვს, მითხრეს, რომ ცუდი იდეა იყო მათთვის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მიცემა. ხალხი ასევე ამბობდა, რომ HIMARS არ უნდა მიგვეცა. მახსოვს, როგორ ვკამათობდით სარაკეტო გამშვებებზე, MLRS-ზე. სინამდვილეში, ისინი ფასდაუდებელი აღმოჩნდა უკრაინელებისთვის. ჩვენ იგივე ვთქვით ტანკებზე", - დასძინა ჯონსონმა. მან უარყო მოსაზრება, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა მზად იყოს ომის ბირთვულ კონფლიქტად გადაქცევისთვის. "ის თუ ამას გააკეთებს - ჩვენ ჩავძირავთ მის ეკონომიკას ისეთ კრიოგენულ დამბლაში, რომ რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ვერ გამოვა მისგან - ასე რომ ის ამას არ აპირებს", - ამბობს ჯონსონი. როგორც ცნობილია, ჯონსონი კვირის განმავლობაში აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის დეპუტატებს შეხვდება, რათა მათაც მოუწოდოს უკრაინის დახმარების გაგრძელებისკენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)