20:52 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-31 13:06:36, 1535 ნახვა

მსოფლიო
ჯონსონი - ჩვენ რომ საკმარისად მამაცი ვყოფილიყავით და უკრაინა NATO-ში შეგვეყვანა, ამ ომს თავიდან ავიცილებდით

ჩვენ რომ საკმარისად მამაცი და თანმიმდევრული ვყოფილიყავით იმისთვის, რომ უკრაინა NATO-ში შეგვეყვანა, მაშინ ეს სრული კატასტროფა თავიდან იქნებოდა აცილებული,- აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა Washington post-ში სტატია გამოაქვეყნა, სადაც ის 2008 წელს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დასავლეთის პოლიტიკას აკრიტიკებს.

"ჩვენ წლების განმავლობაში ვეუბნებოდით უკრაინელებს, რომ NATO-ში გვაქვს "ღია კარის" პოლიტიკა და რომ მათ აქვთ უფლება "აირჩიონ საკუთარი ბედი" და რომ რუსეთს არ უნდა შეეძლოს ვეტოს გამოყენება.

და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ღიად ვანიშნებდით მოსკოვს, რომ უკრაინა არასოდეს გაწევრიანდება ალიანსში, რადგან NATO-ს ამდენი წევრი თავად გამოიყენებს ვეტოს.

პრინციპში: კი, პრაქტიკაში: არა - ეს იყო მესიჯი.

და რა შედეგი მოიტანა ამ ყველაფერმა? რას მივაღწიეთ რბილად ლაპარაკით?

შედეგი არის ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი ომი ევროპაში. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაანადგურა უამრავი სიცოცხლე, სახლი, იმედი და ოცნება. მან ასევე გაანადგურა მის მიმართ თანაგრძნობის ან მისი პარანოიისადმი იუმორით შეხედვის ძალიან მცირე მიზეზიც კი",- წერს ჯონსონი.

ჯონსონის თქმით, პუტინი უკრაინაში არ შეჭრილა იმიტომ რომ არ სურდა ქვეყნის NATO-ში გაწევრიანება, არამედ რადგან მას სურდა საბჭოთა კავშირის აღდგენა.

"პუტინი უკრაინაში არ შეჭრილა იმიტომ რომ ფიქრობდა, უკრაინა NATO-ში გაწევრიანებას აპირებდა. მან ყოველთვის იცოდა, რომ ეს ნაკლებად სავარაუდო იყო. ის თავს დაესხა უკრაინას, რადგან სჯეროდა - უამრავი მტკიცებულებით - რომ ჩვენ სერიოზული არ ვიყავით უკრაინის დაცვაზე. ის თავს დაეხა უკრაინას, რადგან სურდა ძველი საბჭოთა იმპერიის აღდგენა და იმიტომ, რომ სულელურად სჯეროდა, რომ ის გაიმარჯვებდა.

ჩვენ რომ საკმარისად მამაცი და თანმიმდევრული ვყოფილიყავით იმისთვის, რომ უკრაინა NATO-ში შეგვეყვანა, რეალურად რომ გვეგულისხმა ის, რასაც ვამბობდით, მაშინ ეს სრული კატასტროფა თავიდან იქნებოდა აცილებული",- აღნიშნულია სტატიაში.

ჯონსონის თქმითვე, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პროცესი ახლავე უნდა დაიწყოს.

"უკრაინას უნდა მიეწოდოს ყველაფერი, რაც მას ამ ომის დასასრულებლად სჭირდება, რაც შეიძლება სწრაფად და ჩვენ უნდა დავიწყოთ უკრაინის NATO-ში მიღების პროცესი და უნდა დავიწყოთ ახლა",- წერს ჯონსონი.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics