22:17 - 31 Oct, 2026
|
2023-01-31 11:38:23, 1352 ნახვა
მსოფლიო
პაკისტანში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა
პაკისტანში, ქალაქ ფეშავარში მდებარე ერთ-ერთ მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მედია წერს, ამ დროისთვის კლინიკებში 100-ზე მეტი დაშავებულია გადაყვანილი, შემთხვევის ადგილზე კი, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა დაგმო მომხდარი და ქვეყანაში გლოვა გამოაცხადა. „ტერორისტებს სურთ, შეაშინონ ისინი, ვინც პაკისტანს იცავს", - განაცხადა შარიფმა. შეგახსენებთ, რომ ქალაქ ფეშავარში მდებარე ერთ-ერთ მეჩეთში აფეთქება გუშინ, 30 იანვარს მოხდა. ქვეყნის სპეცსამსახურების ინფორმაციით, მეჩეთში ლოცვის დროს თავი, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. პაკისტანის "თალიბანმა" ფეშავარში მომხდარ თავდასხმასთან კავშირი უარყო.
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)