|
2023-01-26 17:58:24, 1541 ნახვა
მსოფლიო
თურქეთმა სტოკჰოლმში მომხდარი ინციდენტის გამო ნატო-ს გაფართოების შესახებ სამმხრივი შეხვედრა გააუქმა
თურქეთი მიმდინარე ესკალაციის გამო აზრს ვერ ხედავს შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სამმხრივი ფორმატის გამართვაზე, ამიტომაც შეხვედრას აუქმებს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დღევანდელ პირობებში სამმხრივ შეხვედრას აზრი არ აქვს. გადაიდო, რადგან არსებული მდგომარეობა მასზე იმოქმედებდა, ატმოსფერო არ იქნებოდა ჯანსაღი. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ შვედეთს არ გადაუდგამს სერიოზული ნაბიჯები შეთანხმების შესასრულებლად“, - განაცხადა მინისტრმა. ჩავუშოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ შვედეთში ყურანის დაწვა სიძულვილის დანაშაული და რასისტული ქმედება იყო. „შვედეთის მთავრობა, ამ საზიზღარი ქმედების დაშვებით, დანაშაულის პარტნიორი გახდა “, - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, პროვოკაციის ორგანიზატორების ერთ-ერთი მიზანი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაა. „შვედეთმა უნდა გადაწყვიტოს: სურს თუ არა ნატო-ში გაწევრიანება ? ამ ქმედებების ერთ-ერთი მიზანია შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების თავიდან აცილება. ისინი თანამშრომლობენ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან და წევრობის პროცესში ნაღმებს ყრიან. შვედეთმა უნდა გააუვნებელყოს ეს ნაღმები“, - განაცხადა თურქმა მინისტრმა. ცნობისთვის, სტოკჰოლმში ყურანის საჯარო დაწვის შემდეგ თურქეთმა შვედეთისგან ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით სამმხრივი მემორანდუმის შეთანხმებების შესრულება მოითხოვა. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა დაგმო სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვა. თუმცა, პროკურატურამ დანაშაულის არარსებობის გამო საქმის გახსნაზე უარი თქვა. მოგვიანებით, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა , რომ შვედეთი არ უნდა ელოდეს თურქეთის მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანებაზე, რადგან ეს გამოხატავს რელიგიური მრწამსის უპატივცემულობას და მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაციებს.
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)